°

20 Plays

10 months ago

რატომ უნდა მესმოდეს ის და რატომ არ უნდა ესმოდეს მას იგივე ბგერა - რატომ არა მე და ის და რატომ შენ და არა სხვა. უფსკრულისკენ მიმავალი გზა ყოველთვის მახინჯია და ეს შესამჩნევია. ჩახერგილი ტკივილი - გახურებულ სხეულზე არ ნაგრძნობი ჭრილობები გაცივდა. შენ ჩემი საყვარელი ტკივილი ხარ , ფუფხი რომელსაც ბავშვი მუხლებიდან ნაადრევად იძრობს და აკვირდება სისხლის წვეთს რომელიც ინერციით დახრილ ფეხს ნელი ტემპით მიუყვება. გამომწვევი მონსტრის სხეულში მევლინება რამოდენიმე აბრაგი და მეც ქედს ვუხრი ვით კენტავრების სამარეში გამომწყდეული ატროფირებული სიყვარულის ჯარისკაცი. იტანჯება ადამიანი , როდესაც უყვარს - მაგრამ უბედურია მაშინაც თუ მას ვერ პოულობს. სულიერების ჭრილში მოქცეული განათებას ძალა ეკარგება და მხოლოდ მტვრიანი ტელევიზორი ასხივებს ოთახს , სადაც ოთხმოციანების ბლოკბასტერია ჩართული. ალბათ "სანსეთ პარკში" მართლაც მზის ჩასვლას უყურებ , რომელიმე პარკში , აქ კი მზე არასოდეს ჩადის, ალბათ იკარუსიც ამიტომ გაფრინდა ზეცაში , რომ დენის ჩამრთველზე ხელი მიეკრა და გაეთიშა მზე. ყუმბარას ჩამკეტი გამოვაცალე და ყვავილებად გადაიქცა.. არაამქვეყნიური ნათების ძიებაში, რომელიც დიდიხნია სხვასთან ერთად სხვა ფილმებს უყურებს.

2 Comments

Leave a comment

Bars: Dope 🔥 Delivery: Dope 🔥 Impression: Dope 🔥

You may also like