Bereka
Bereka

ისევ დაიბადები

ისევ დაიბადები

23 Plays

20 Jun 2023

მოდიოდი არ გეგონა რომ იყავი ბავშვი, მერცხალივით აღარ ფრენდი აპრილის ცაში, ჯერ კიდევ ბაღში მოგცეს დიდობის საშვი, დედამიწამ ბავშვად გშობა შენ შენს შენს თავში რა შვი? ფიქრობდი დღენიადაგ სამსახურზე სახლზე.. ჯავრობდი პროდუქტების მომატებულ ფასზე, არ გაინტერესებდა რა ხდებოდა ცაზე, სულ არ ნერვიულობდი შენში მოკლულ ბავშვზე... ერთხელაც გაგეღვიძება რომ დახუჭავ თვალებს.. ერთხელაც გაყვები საიდუმლო ალებს.. ერთხელაც შენ ჩამქვრალ კოცონს ქარი აალებს.. ერთხელაც თუ ეცდები შეანელებ წამებს.... დაივიწყებ ყველაფერს დაივიწყებ ვალებს, აი იწყებ ახალ გზაზე, ბეტონს გაამწვანებ, მერე ცაში მზის გვერდით მშვიდად დაივანებ, სატურნის რგოლზე ჯდები როგორც აივანზე, დაანგრევ ყველა სკოლას, ინსტიტუტებს, ბაღებს, დაამტვრევ იარაღებ ცეცხლს მისცემ ბანკებს, ყველა ხეს მოეფერები, ცას აჩუქებ სახეს, და დედა დედამიწაზე გაამეფებ ბავშვებს. იგრძნობ როგორ შეიცვლება სამყაროს ბედი... და ბოლო ცეკვას იცეკვებ მომაკვდავი გედი.. ერთ ხაზზე გასწორდება განედი და გრძედი, სული კვლავ მოგეგება .. შეიკვრება წრედი.. ისევ დაიბადები

4 Comments

Leave a comment

1 year ago

Hard 👊

1 year ago

check out my page for artwork

1 year ago

Respect 🤜🤛

You may also like