Gi Ga
Gi Ga

Kick out (16:56:28)

Kick out (16:56:28)

47 Plays

07 Aug 2022

ზამთარმა ცივმა და შემპარავმა, კვლავ მომისია თეთრი ფიფქები და კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარ ის, რაც ვიყავი ანდა ვიქნები. და იქნებ ჯობდეს, გაიხსნას ფრჩხილი, გულმა და ენამ აიძროს ლუქი, ბოლო უჯრამდე შეივსოს ცხრილი, ბოლო კუნჭულსაც მიადგეს შუქი. იქნებ გვჭირდება მესამე კაცი, მსაჯულისა და მკურნალის მსგავსი, ამ მტანჯველ გრძნობას რომ დასდოს ღვაწლი და მისცეს სახეც, სახელიც... ფასიც. იქნებ ფერფლია და არა ღველფი? იქნებ ლოდია და არა სვეტი? იქნებ მსხვერპლია და არა კერპი? ბედისწერაა და არა ბედი? არ გამოჩნდება იგი გარედან, მაგრამ არსებობს, უტყვი და ურჩი, როგორც ფორმულა ან მარგალიტი, გამომწყვდეული ცეცხლგამძლე ყუთში. განწირულია ის გრძნობა, ვიცი, მუცლიდან დაჰყვა გიჟის ხალათი, მისთვის უცხოა ვალი და ფიცი, რადგან არ იცის რაა ღალატი. ჩვეულებრივი ტანჯვით და ვნებით ვერ იბოგინებს ამ ქვეყნად იგი, რადგან მთრთოლვარე და ვრცელი ფრთებით აპატარავებს ყველაფერს ირგვლივ. მაინც ისაა გზაც და ჭაპანიც და გვერდით მიწევს მეძვის ტოტივით, სანამ მახურავს ცხელი საბანი გაურკვევლობის და მოლოდინის.

6 Comments

Leave a comment

Can’t hear you 👂🏾 Bars: Nice 🌟 Delivery: Nice 🌟 Impression: Nice 🌟

Bars: Perfect 💯 Delivery: Perfect 💯 Impression: Perfect 💯

2 years ago

I do cover art and make beats get wit me I follow right back 💯💯 Bars: Great 🎉 Delivery: On point 🎯 Impression: Great 🎉

You may also like